„ევროპელი სოციალისტები“ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს უერთდება

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ უერთდება პარლამეტის უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გასულ კვირას, 29 იანვარს გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებისა და მიღების ვალდებულებას შეეხება.

მემორანდუმს დღეს პარტიის თავმჯდომარემ,  ფრიდონ ინჯიამ მოაწერა ხელი.

„ევროპელი სოციალისტებისთვის“ , როგორც პარლამენტის ოპოზიციური სუბიექტისთვის, მნიშვნელოვანია კონსტრუქციული თანამშრომლობა საპარლამენტო უმრავლესობასთან საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწისა და გაჯანსაღების კუთხით.

„მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს  საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და მომავალი არჩევნების მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში ჩატარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები