მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემთ შიშებზე, შეუწყდებათ თუ არა მანდატები, უკვე იგრძნობა, რომ ეს მათი უმრავლესობის ნებაც კი არ არის
“ოპოზიციას ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემთ შიშებზე, შეუწყდებათ თუ არა მანდატები, უკვე იგრძნობა, რომ ეს მათი უმრავლესობის ნებაც კი არ არის”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მანდატების შეწყვეტაზე მსჯელობა დღეს და ხვალ უნდა იყოს.
„რაც შეეხება მანდატების შეწყვეტა-არშეწყვეტას, ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევიკრიბებით დღეს პოლიტსაბჭოს, ხვალ უმრავლესობის ფორმატში და გავივლით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. მათ ვერანაირ გარანტიას შიშებზე ვერ მივცემთ, მოხდება შეწყვეტათუ არა. უკვე იგრძნობა, რომ მათი უმრავლესობის ნებაც კი არ არის, რადგან არის მათი მხრიდან გარკვეული კითხვები, კომუნიკაცია და მძაფრი კითხვები ოპოზიციური არხების მხრიდან. ჩემს პირად პოზიციას არ ვიტყვი, რადგან ამან გადაწყვეტილების დროს შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს, ამაზე მსჯელობა დღეს და ხვალ უნდა იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.