ნონა მამულაშვილი: ჩვენი თვითმიზანი არ იყო პარლამენტში შესვლა, მანდატები თავიდანვე დავთმეთ
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ მათი თვითმიზანი პარლამენტში შესვლა არ ყოფილა.
მისივე თქმით, გუნდის თვითმიზანია ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოყვანა.
“ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენი თვითმიზანი არ იყო პარლამენტში შესვლა, მანდატები თავიდანვე დავთმეთ. ჩვენი თვითმიზანი არის საქართველოს გამოყვანა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან, შესაბამისად, ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო დავაყენოთ სწორ გზაზე”, – აცხადებს ნონა მამულაშვილი.
საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს.