ისრაელში კარანტინი გახანგრძლივდა

ისრაელში 8 იანვარს დაწესებული, საყოველთაო საკარანტინო რეჟიმი 5 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღინიშნება, რომ პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გადასინჯისთვის ქვეყნის მთავრობა 3 თებერვალს ისევ შეიკრიბება.

არსებული შეზღუდვების გამო, ისრაელის მოქალაქეებს ეკრძალებათ დასახლებული პუნქტების დატოვება, ასევე, დახურულ სივრცეში 5-ზე მეტი პირის შეკრება, ღია ცის ქვეშ კი – 10 მეტი ადამიანის.

ქვეყანაში დახურულია ყველა გასართობი დაწესებულება, რესტორნები და კაფეები მხოლოდ სახლში მიტანის სერვისს ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები