მანიფესტაცია კარანტინის და შეზღუდვების წინააღმდეგ ქუჩის წვეულებად გადაიქცა

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანეში 30 იანვარს გამართული მანიფესტაცია ქუჩის წვეულებად გადაიქცა. თავდაპირველად აქცია კოვიდსაწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით უნდა გამართულიყო. დღის მეორე ნახევარში იპროვიზირებულ სცენაზე დინამიკები დაამონტაჟეს. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეების ნაწილს პირბადე არ ეკეთა, პოლიცია არ ჩარეულა. საღამოს 6 საათზე მანიფესტანტები დაიშალნენ. ორქუსში, ჯგუფმა სახელად „ადამიანები შავებში“, ასევე გამართა დემონსტრაცია, სადაც თავი მოიყარეს მთელი ქვეყნის აქტივისტებმა.

ისინი ანტიკორონავირუსულ შეზღუდვებს საკუთარ უფლებებზე თავდასხმად მიიჩნევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები