იაპონელი ქალი დედის გვამს 10 წელი საყინულეში ინახავდა

იაპონიაში დააპატიმრეს ქალი, რომელსაც საყინულეში საკუთარი დედის გვამი უპოვეს. აღნიშნულის შესახებ BBC იუწყება.

დაკავებულმა იუმი ეშინომ განმარტა, რომ 10 წლის წინ სახლში გარდაცვლილი დედის ნახვის შემდეგ ის საყინულეში მოათავსა ვინაიდან, მას იმ სახლიდან წასვლა არ უნდოდა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.

პოლიციის ცნობით, ზედაპირული დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გარდაცვლილი ქალი საყინულეში დამლაგებელმა იპოვა, რომელიც ბინის დასალაგებლად მას შემდეგ მოიწვიეს, რაც ეშინო დავალიანებების გადაუხდელობის გამო გამოასახლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები