ამერიკაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

აშშ – ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახადა.
მათივე ცნობით, ნიღბის ტარება ასევე სავალდებულო გახდა თვითმფრინავში, მატარებელში, ტაქსიში და გემზე.

აღნიშნული შეზღუდვა ძალაში 2021 წლის 1 თებერვლიდან შედის. გარდა მგზავრებისა, პირბადის ტარება ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებსა და კონტროლიორებსაც ევალებათ.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 26 მილიონი ადამიანია დაინფიცირდა, ხოლო 437 ათასი კი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები