სოზარ სუბარი: როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრებს, ისე სხვა პარტიების წევრებსაც პარლამენტში შემოსვლა ძალიან სერიოზულად უნდათ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც პარლამენტში შესვლა სურთ. ამის შესახებ სუბარმა „რუსთავი 2“ ეთერში ისაუბრა.

„დანამდვილებით გეტყვით, გვარითა და სახელებით ვიცი ადამიანები, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. რამდენიმე პარტიაა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სხვა პარტიების წევრებიც, რომლებიც ამ სიაში არიან, რომლებსაც ძალიან სერიოზულად უნდათ პარლამენტში შემოსვლა, რომლებმაც იციან, რომ ეს არის სწორი საქციელი და, ამ მხრივ, ძალიან სერიოზული განხეთქილება აქვთ შიგნით“, – აცხადებს სოზარ სუბარი.

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები