მამუკა მდინარაძე: ბევრ დეპუტატს ეშინია რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ბულინგის, მაგრამ, მეორე მხრივ, სურთ, რომ პარლამენტში საქმე აკეთონ

“ბევრ დეპუტატს ეშინია რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ბულინგის, მაგრამ, მეორე მხრივ, სურთ, რომ პარლამენტში აკეთონ საქმე”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი შეხვედრებისთვის მზადაა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრ დეპუტატს ეშინია რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ბულინგის, მაგრამ, მეორე მხრივ, სურთ, რომ იყვნენ რაციონალურები და პარლამენტში აკეთონ საქმე. შესაბამისად, მზად ვართ, შევხვდეთ ნებისმიერ მათგანს და ველაპარაკოთ იმ თემებზე, რაზეც ვლაპარაკობთ „გირჩთან“, „მოქალაქეებთან“ ან სხვებთან, რომელთა დასახელებისგან ახლა თავს იმიტომ ვიკავებთ, რომ თავად არ სურთ ამის გახმოვანება. როდესაც ისინი ამ ინფორმაციას გაასაჯაროებენ, ჩვენც დავადასტურებთ, რომ გვაქვს გარკვეული კომუნიკაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები