2020 წელს აშშ-ის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა, რაც ბოლო ათწლეულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

უცხოური მედია წერს, რომ 2020 წელს აშშ-ის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გასული წელი ყველაზე მძიმე იყო ქვეყნის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვის მანძილზე მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, პანდემიამდე, 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე ქვეყნები დადგნენ 2009 წელს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს. თუმცა, მაშინ აშშ-ის ეკონომიკა მხოლოდ 2.5%-ით შემცირდა.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ მძიმეა, რაც თავისთავად განაპირობებს ეკონომიკურ სირთულეებს. ჯამურად, პანდემიის დაწყების დღიდან ამერიკის 25 მილიონზე მეტ მოქალაქეს დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია და, დღევანდელი მონაცემებით, პანდემიამ 429 ათასი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.
აშშ-ის ინფექციური დაავადებების კვლევის ცენტრის დირექტორის, მაიკლ ოსტერჰოლმის განცხადებით, მომდევნო 6-14 კვირა იქნება კრიტიკული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რადგან კოვიდის ახალი შტამების გავრცელება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საერთო სურათს კიდევ უფრო ამძიმებს.
ასევე, ოსტერჰოლმის განცხადებით, ის კატეგორიულად არ ეთანხმება კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებას და ფიქრობს, რომ კოვიდ ტესტების რაოდენობის ზრდა ისეთივე მნიშნელოვანია, როგორც – ვაქცინაციის პროგრამება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები