გერმანიის ერთ-ერთ რეგიონში მოეწყო „კოვიდ ციხეები“, სადაც მოათავსებენ იმ ადამიანებს, ვინც უარს აცხადებენ კოვიდ რეგულაციების დაცვაზე

გერმანიაში, ერთ-ერთ რეგიონში ( Schleswig-Holstein ), ადგილობრივი ხელისუფლებების ინიციატივით, მოეწყო  „კოვიდ ციხეები“, სადაც მოათავსებენ იმ ადამიანებს, ვინც უარს აცხადებენ კოვიდ რეგულაციების დაცვაზე, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე თქმით, ჩრდილოეთ გერმანიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის წარმომადგენლის განცხადებით, ინფიცირებული პირების იზოლაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოვიდი ეპიდემიის კონტროლის პროცესში და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უარს ამბობს, დაემორჩილოს რეგულაციებს, უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

უცხოური მედია ხაზს უსვამს, რომ ცხადია, ეს არ არის ციხე მისი კლასიკური გაგებით და ადამიანებს ექნებათ წვდომა ტელევიზიასთან, ინტერნეტსა და ტელეფონებთან, თუმცა, მსგავს დაწესებულებებში განთავსდებიან კორონავირუსით ინფიცირებული, მოგზაურობიდან დაბრუნებული და კოვიდ დადებითი პაციენტის კონტაქტები, რომლებიც უარს ამბობენ იზოლაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იქნება მათი ნების საწინააღმდეგო.
ასევე, აღნიშნულია, რომ გერმანიის მთავრობა 1-ელ მარტამდე საერთაშორისო ფრენების სრულ აკრძალვას განიხილავს.
„გერმანი აქტიურად განიხილავს საზღვრების უმკაცრესი კონტროლისა და მოგზაურობის შეჩერების საკითხებს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში გერმანიაში გამკაცრდება სასაზღვრო კონტროლი. ცნობილი გახდა, რომ მერკელს ჯანდაცვის სპეციალისტებმა უკვე ურჩიეს, საჰაერო მოგზაურობის მაქსიმალურად, თითქმის, სრულიად შეწყვეტა. გერმანიის შს მინისტრის განცხადებით, კოვიდის ახალი შტამის გავრცელების საშიშროება იმდენად დიდია, რომ სიტუაცია მკაცრი ზომების სწრაფად მიღებას საჭიროებს“, – წერს უცხოური მედია.

ასევე, მოცემულია შს მინისტრის განცხადება.
„კორონავირუსის მუტაციით გამოწვეული საფრთხეები ითხოვს, რომ ქვეყანამ რას შეიძლება სწრაფი რეაგირება მოახდინოს, რაც მოიცავს საზღვრების მკაცრ კონტროლს, განსაკუთრებით, ქვეყნის იმ ნაწილში, რომელიც მაღალი რისკის ზონებს ესაზღვრება. ასევე, აუცილებელია თითქმის ნულამდე დავიყვანოთ საჰაერო მოგზაურობის მაჩვენებელი, ისე, როგორც ეს ისრაელმა გააკეთა, რათა თავიდან ავიცილოთ კოვიდი ახალი შტამების უკონტროლო გავრცლება“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

მათივე თქმით, გერმანიის მთავრობა მიმდინარე წელს მხოლოდ 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს, ვინაიდან პანდემია კვლავ აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. 2020 წლის შემოდგომაზე, 2021 წლისთვის 4,4,% ზრდა იყო ნავარაუდები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები