ჯანმო: ნაადრევია საუბარი მსოფლიოში შეზღუდვების მოხსნაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, ნაადრევია საუბარი შეზღდვების მოხსნაზე, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათი ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკაცრი რეგულაციები მოქმედებს ევროპის მინიმუმ 25 ქვეყანაში და, ბოლო დღეების კლების ტენდენციის მიუხედავად, ვირუსის გავრცელება კვლავ მაღალია, რასაც ემატება კოვიდის ე.წ. ახალი შტამები.

„ასევე, ჯანმო-ს ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში პარადოქსული სიტუაციაა – დაწყებულია ვაქცინაციის პროცესი, თუმცა, ვრცელდება ახალი შტამები, რომელიც თავისთავად ართულებს სიტუაციას, იწვევს დაბნეულობასა და ღელვას, რადგან ახალი შტამების შესახებ მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია“, – აღნიშნავს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები