შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო გემი – USS Porter შევიდა

შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო ფლოტის გემი – USS Porter შევიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ხომალდი შავ ზღვაში “საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რუტინული ოპერაციებისა და პარტნიორებთან სწავლებებში მონაწილეობისთვის” შევიდა.

როგორც ნატო-ს პრესმდივანმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, “შავ ზღვას ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს სამ მოკავშირეს: ბულგარეთს, რუმინეთსა და თურქეთს აქვს გასვლა შავ ზღვაში ისევე, როგორც ჩვენს უახლოეს პარტნიორებს საქართველოსა და უკრაინას. ყირიმის უკანონო და არალეგიტიმური ანექსირების საპასუხოდ, ასევე, შავ ზღვაში რუსეთის მიერ ძალების ზრდის ფონზე, ალიანსმა რეგიონში თავდაცვითი ყოფნა გააძლიერა და შავ ზღვაში უსაფრთხოების შენარჩუნების მტკიცე მომხრეა”.

მისი თქმით, აშშ-ის ფლოტი ნატო-ს სხვა პარტნიორებთან ერთად შავ ზღვაში საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით ოპერაციებს რეგულარულად ახორციელებენ.

USS Porter – აშშ-ის მესამე გემია, რომელიც ბოლო დღეებში შავ ზღვაში შევიდა. USS Porter -ის გარდა, რეგიონში იმყოფებიან USS Donald Cook და USNS Laramie.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები