უკრაინაში რუსული ვაქცინის შეტანა საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა

უკრაინის უმაღლესმა რადამ “მედიკამენტების” შესახებ კანონში ცვლილების შეტანის კანონპროექტს მხარი პირველივე მოსმენით დაუჭირა.

კანონპროექტების განმარტებაში ნათქვამია, რომ მისი მიღების მთავარი მიზანი არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტირებული ველის შექმნა, რომელიც აწესრიგებს სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურებს.​

“ასეთი ცვლილებები სამართლებრივ ველს შეუქმნიან კოვიდ19-ის პროფილაქტიკისთვის აუცილებელი ვაქცინების სახელმწიფო რეგისტრაციის განხორციელებას”, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღინიშნება, რომ საგანგებო ვითარებების არსებობის დროს, რომლებიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტოქსინებს, ქიმიურ ნივთიერებებს, გასხივებებს, ან სხვა ფაქტორებს, კერძოდ ეპიდემიებსა და პანდემიებს, ცალკეული მედიკამენტების გამოყენებაზე ნებართვის გაცემა დაჩქარებული წესით მოხდება.

ამასთან, ამგვარი გადაწყვეტილება შეიძლება, იყოს მიღებული იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მწარმოებელი წარადგენს საკმარის მონაცემს წარმატებული ცდებისა და შედეგების შესახებ, რომელთა შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამკურნალო საშუალება პროფილაქტიკისთვის, დიაგნოსტიკისთვის ან მკურნალობისთვის შეიძლება, იყოს ეფექტური.

დოკუმენტში მკაფიოდ არის გაწერილი ის ქვეყნები, რომელთა ნებართვების გაცემას უკრაინა ენდობა და მათ მიერ მოწონებულ პრეპარატს გამოყენებისთვის დაჩქარებული წესით დაამტკიცებს.

კერძოდ, ესენია, აშშ, ბრიტანეთი, შვეიცარია, იაპონია, ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, ისრაელი, ინდოეთი, მექსიკა, ბრაზილია და ევროკავშირი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ქვეყნებში ბოლო დროს რუსული ვაქცინის ნებართვები გაიცემა, კიევმა მოსკოვი ჩამონათვალში არ შეიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები