მსოფლიო კიდევ ერთ ვაქცინას მიიღებს – Novavax-ის პრეპარატმა 89%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

მსოფლიოს, სავარაუდოდ, სულ მალე კიდევ ერთი კორონავირუსის საწინააღმდეგო Novavax-ის ვაქცინა შეემატება, რომელმაც ბრიტანეთში ჩატარებულ ცდებში 89,3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

BBC-ის ინფორმაციით, პრეპარატმა ეფექტურობა გამოავლინა, ბრიტანეთში გამოვლენილი ახალი შტამის წინააღმდეგაც.

პრეპარატის კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 18-84 წლის ასაკის 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 27% 65 წელს გადაცილებული პირი იყო.

ახალი ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა „კარგი ამბავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა პრეპარატი ქვეყნის სამედიცინო მარეგულირებელმა უნდა შეაფასოს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას წინასწარ აქვს შეკვეთილი „ნოვავაქსის“ ვაქცინის 60 მილიონი დოზა. როგორც მოსალოდნელია, შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს – MHRA-ს მიერ პრეპარატის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიტანეთი პირველ დოზებს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მიიღებს.

ამ დროისთვის ბრიტანეთს დამტკიცებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა: AstraZeneca-ს Pfizer-ისადა Moderna-ს ვაქცინები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები