გერმანიის ვაქცინის კომიტეტი: AstraZeneca-ს ვაქცინა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებს უნდა გაუკეთდეს

გერმანიის ვაქცინის კომიტეტი აცხადებს, რომ ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებს უნდა გაუკეთდეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გერმანიის ვაქცინის კომიტეტის რეკომენდაციით, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებზე უნდა გამოიყენონ.
დამოუკიდებელი შესაბამისი კომიტეტის მტკიცებით, ხანდაზმულ ადამიანებზე ვაქცინის მოქმედების შესახებ, ჯერჯერობით, „არასაკმარისი მონაცემები” არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტომ ევროკავშირის ქვეყნებში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების დამტკიცების საკითხზე დღეს უნდა იმსჯელოს. დიდი ბრიტანეთი მას მასობრივი იმუნიზაციის პროგრამაში რამდენიმე კვირაა, იყენებს.
აღნიშნულ საკითხს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი – ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას გერმანიის რეკომენდაცია არ აღელვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები