ბრაზილიაში ერთდროულად კორონავირუსის ორი შტამით ინფიცირების ფაქტი გამოვლინდა

ბრაზილიელმა მკვლევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის ორი შტამით ინფიცირების ფაქტი დააფიქსირეს.

შემთხვევა სულ მცირე ორ ადამიანს გამოუვლინდა. ერთ-ერთი მათგანი ცნობილია, როგორც E484K და მეორე ადრე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლენილი შტამია.

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები ორ შტამს ებრძოდნენ, დაავადება მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობდა და ისინი ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში ჰოსპიტალიზაციის გარეშე გამოჯანმრთელდნენ.

მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატში ერთდროულად ვირუსის ხუთი შტამი ცირკულირებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა, ვირუსს 221 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები