ერევანში, პროკურატურასთან დაძაბული ვითარებაა – აქციის მონაწილეები შენობის შტურმით აღებას ცდილობენ

ერევანში, გენერალურ პროკურატურასთან ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა, რადგან აქციის მონაწილეები შენობაში შეჭრას ცდილობენ.

თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, სამართალდამცველებმა შენობის შტურმით აღების მოგერიება შეძლეს. მიმდინარეობს დაკავებები.

მანამდე, ქვეყნის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისა და დაპატიმრების მოთხოვნით ხალხმა შეკრება რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო.

დემონსტრანტები მთავრობის გადადგომასა და დროებითი მთავრობის ფორმირებას ითხოვენ.

დღეს დილით ერევნის ქუჩებსა და მეტროსადგურებში “ფლაერები” გავრცელდა წარწერით – “მოღალატეს განადგურება”, ფურცლის მეორე მხარეს ეწერა – “დარტყმა”.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები