ლუკაშენკო მზად არის, ქვეყანა საკუთარი მოქალაქეებისგან “ტანკებისა და ავტომატის” გამოყენებით დაიცვას

ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მზად არის, მომავალში დაიცვას ქვეყანა, თუ საჭიროა გახდა “ტანკებით, ჯავშანმანქანებითა და ავტომატით ხელში”. “და ამის გამო არ უნდა გამკიცხონ, რომ მე ქვეყანას ვიცავდი. ეს ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა. და მომავალშიც დავიცავ, რაც  უნდა დამიჯდეს. საჭირო იქნება – ტანკით, ჯავშანმანქანითა და ავტომატით ხელში”, – თქვა მან.

მისი თქმით, ქვეყანაში პროტესტების დროს, ხელისუფლების და პირადად მისი ქმედება, პირველ ყოვლისა, სახელმწიფოს დაცვისკენ იყო მიმართული. “არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ. ხალხი ყურადღების მოდუნებას არ გვაპატიებს. ის, რომ უხეშად ვმოქმედებდით ქვეყნის დაცვის დროს,  ყველამ გაიგო. დანარჩენებიც გაიგებენ”, – განმარტა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები