“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დიდი ხანია, “მწყობრიდან გამოვიდა” – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც საბჭოში რუსული დელეგაციის უფლებამოსილება დაადასტურა.

როგორც მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, “ევროპის საბჭოს ეს საპარლამენტო ასამბლეა დიდი ხანია, “გაფუჭებულია”, ახალი ჯერ არ მოუტანიათ”.

ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა რუსული დელეგაციის უფლებამოსილების დამტკიცების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია ის შენიშვნები, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით რუსეთში ბოლო დროს შეინიშნება, რაც ევროპის საბჭოს წინაშე რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. თუმცა, ასამბლეამ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მაინც არ მიიღო რუსეთთან “დიალოგის წარმართვის” აუცილებლობის მოტივით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები