მამუკა მდინარაძე: კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კარგი მაჩვენებელი იქედან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით მიდის კარგი მუშაობა

“კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კარგი მაჩვენებელი იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით მიდის კარგი მუშაობა,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი შედეგი შესაბამისი ორგანოების მუშაობის დამსახურებაა, თუმცა, წინ ბევრი ლოკალური გამოწვეაა.

„კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კარგი მაჩვენებელი იქედან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით მიდის კარგი მუშაობა. ​​ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ. ჩვენ არ ვართ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. ეს კარგი მუშაობის შედეგია, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის, კარგი მენეჯმენტის, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ლოკალური გამოწვევა წინ გვაქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.

2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის,, 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები