დავით სერგეენკო: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს
“მანდატებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ზოგადი პოზიციაა, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკოს მოლოდინი აქვს, რომ აღნიშნულ საკითხზე მაქსიმალურად თავისუფალი კენჭისყრა შედგება.
„მანდატებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ზოგადი პოზიციაა, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა. რაც შეეხება კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს, ამაზე გუშინაც იყო კომიტეტში მსჯელობა, დღესაც იქნება და ალბათ ყველა არგუმენტი შეჯერდება. ჩემი განწყობაც ისეთია, რომ კარები არ უნდა დაიხუროს. რაც არის შესაძლებელი, მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში. მაქვს მოლოდინი, რათა მაქსიმალურად თავისუფალი კენჭისყრა შედგება“, – განაცხადა სერგეენკომ.