დიმიტრი ხუნდაძე: ვისურვებდი, რომ ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი შემოსულიყო პარლამენტში და გაეგრძელებინა მუშაობა
“მე პირადად მხარს დავუჭერდი და ვისურვებდი, რომ ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი შემოსულიყო პარლამენტში და გაეგრძელებინა მუშაობა”, – ასე უპასუხა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაუჭერს თუ არა ის მხარს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებას.
მისი თქმით, ასეთი სურვილი აქვს არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ თავად ოპოზიციის ამომრჩეველს.
„მე პირადად მხარს დავუჭერდი და ვისურვებდი, რომ ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი შემოსულიყო პარლამენტში და გაეგრძელებინა მუშაობა. ეს არის არა მხოლოდ ჩემი და მმართველი გუნდის სურვილი, არამედ ეს არის მათივე ამომრჩევლის მიმართ მათივე ვალდებულება. მათ პარლამენტში შემოსვლასა და მანდატების მინიჭებას მხარი დაუჭირა მათივე ამომრჩეველმა, საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ამ შემადგენლობით ყოფილიყო საქართველოს პარლამენტი და ამ შემადგენლობით უნდა იყოს ყველა დეპუტატი პარლამენტის შიგნით და არა ქუჩაში. მე ჯერ დაველოდები მათ გადაწყვეტილებას და შემდეგ მივიღებ საკუთარს”, – განაცხადა ხუნდაძემ.