თენგიზ ცერცვაძე: თანავუგრძნობ ყველას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა, მაგრამ როგორც ექიმი და სპეციალისტი, მე ეტაპობრივი გახსნის მომხრე ვარ

“თანავუგრძნობ ყველას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა, მაგრამ როგორც ექიმი და სპეციალისტი, მე ეტაპობრივი გახსნის მომხრე ვარ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ მოცემულ მომენტში უნდა მოიხსნას ის შეზღუდვა, რომელიც იმ კონკრეტულ პირობებში არ გამოიწვევს შემთხვევების ზრდის რისკს.

„ერთი მხრივ, ადამიანურად გულწრფელად თანავუგრძნობ ყველას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა ნაწილობრივი “ლოქდაუნისა” და გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში. ადამიანურად მე მათ მხარს ვუჭერ, მაგრამ როგორც ექიმი და სპეციალისტი, მე ამ ტენდენციას ვერ დავუჭერ მხარს. მე ვარ მომხრე ეტაპობრივი მოხსნის, რომ ყოველ მოცემულ მომენტში მოიხსნას ის შეზღუდვა, რომელიც იმ კონკრეტულ პირობებში არ გამოიწვევს შემთხვევების ზრდის რისკს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავიმეორებთ იმ შეცდომას, რომელიც დავუშვით ზაფხულში. იცით, რომ გაზაფხულ-ზაფხულში იყო იდეალური მდგომარეობა, ამან გაგვათამამა. გარკვეულწილად, ქვეყნის ხელისუფლებამაც იფიქრა, რომ სიტუაცია იძლევა ამის საშუალებას და ყველაფერი გაიხსნა. სამწუხაროდ, შედეგად მივიღეთ ძალიან სწრაფი და უკონტროლო ზრდა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია იძულებითი ხელმეორე შეზღუდვები, რასაც მოსახლეობა იტანს მტკივნეულად. ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწვლოთ და არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, რომ დაუფიქრებლად და გადაჭარბებული ოპტიმიზმით ერთბაშად გავხსენით ყველაფერი. მე, როგორც სპეციალისტი, ვემხრობი ეტაპობრივად გახსნას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები