მალტის პრემიერმინისტრის განცხადებით, Moderna-ს ვაქცინის 80 ათასი დოზის შესყიდვისთვის სასწრაფოდ უნდა გამოიყოს 2 მლნ ევრო, რადგან ევროკავშირსა და AstraZeneca-ს შორის ვაქცინის მიწოდება მცირდება

მალტის პრემიერმინისტრის განცხადებით, Moderna-ს წარმოების ვაქცინის 80 ათასი დოზის შესყიდვისთვის სასწრაფოდ უნდა გამოიყოს 2 მლნ ევრო გამომდინარე იქედან, რომ მცირდება ევროკავშირსა და AstraZeneca-ს შორის ვაქცინის მიწოდება.
მომდევნო კვირებში, ვაქცინაციის პროგრამის გაზრდის მიზნით, მალტა ყიდულობს Moderna-ს ვაქცინის დამატებით 80 ათას დოზას. პრემიერმა 26 იანვარს, საღამოს, განუცხადა პარლამენტს, რომ საჭიროა 2 მლნ ევროს გამოყოფა ვაქცინის შესყიდვის მიზნით. ასევე, მან დააანონსა, რომ ქვეყანა მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის 14 ათას დოზას.
ამჟამად, ევროკავშირის წამლის სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია გაცემული აქვს Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინებზე. მალტას შეკვეთილი აქვს Moderna-ს 100 ათასი და Pfizer-ის 670 ათასი დოზა.
პრემიერის განცხადებას წინ უსწრებდა ევროკავშირსა და AstraZeneca-ს შორის ბოლოდროინდელი დაპირისპირება, რაც დაკავშირებულია AstraZeneca-ს მიერ ევროპის 27 ქვეყნისთვის ვაქცინის მიწოდების შემცირებასთან.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები Moderna-სთან, რომ მათ მიერ მოწოდებული ვაქცინის დოზების რაოდენობა გაიზარდოს 270 ათასამდე გამომდინარე იქედან, რომ სხვა მწარმოებლების მოწოდების ვადები არის დარღვეული.

maltatoday.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები