გივი მიქანაძე: ირაკლი კობახიძეს ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არაერთი ვიცეპრეზიდენტი არის. ჩვენ გვეამაყება ის გარემოება, რომ გუშინ ირაკლი კობახიძე ხელმეორედ იქნა არჩეული ამ ძალიან მნიშვნელოვან და პრესტიჟულ პოზიციაზე”, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პოზიცია პირდაპირ არ განაპირობებს იმ ვალდებულებას, რომ ვიცეპრეზიდენტი უნდა წარუძღვეს კონკრეტულ სესიას. ეს ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და სწორედ დღეს, ირაკლი კობახიძეს შესთავაზეს ისეთი მნიშვნელოვანი სესიის წაყვანა, რომელიც კოვიდ 19-ის გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას ეხებოდა.

მიქანაძის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ირაკლი კობახიძეს პერსონალურად, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს. ასევე, უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ თავის მიერ გატარებული რეფორმებით და ევროსაბჭოს ფორმატში წარმართული საქმიანობით, საქართველო განსაკუთრებულად გამორჩეული ქვეყანაა.

„ეს კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ირაკლი კობახიძეს პერსონალურად, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველო თავის მიერ გატარებული რეფორმებით და თავის მიერ წარმართული საქმიანობით ევროსაბჭოს ფორმატში, განსაკუთრებულად გამორჩეული ქვეყანა არის და ეს კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქართული დელეგაციის მიმართ არის ძალიან მაღალი ნდობა და ნდობის ხარისხი, რომლითაც გამოხატული არის სწორედ ის გარემოებაც, რომ ირაკლი კობახიძე დღეს არის ამ ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სწორედ ისიც, რომ მას მიანდეს ასეთი მნიშვნელოვანი სესიის წაყვანა”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები