ირლანდიაში ე.წ. ლოქდაუნი 5 მარტამდე გაგრძელდა, შემდეგ კი მხოლოდ ეტაპობრივად შემსუბუქდება

ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ე.წ ლოქდაუნი – ყველაზე მაღალი – მეხუთე დონის შეზღუდვები კიდევ 6 კვირით, 5 მარტამდე გახანგრძლივდა.
ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 5 მარტიდან ქვეყანაში ზომები ეტაპობრივად მოიხსნება. მიმდინარე მეხუთე დონის შეზღუდვები ხანგრძლივდება კორონავირუსის ახალი შტამები გავრცელების შესაჩერებლად.

„მე ვიმედოვნებ, რომ შემცირდება იმ ინფიცირებულების რაოდენობა, ვინც საავადმყოფოს პირობებში საჭიროებს მკურნალობას და შემსუბუქდება ზეწოლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებზე“, – განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებების პაციენტების რიცხვი, პირველ ტალღასთან შედარებით, გაორმაგებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები