მაია ცქიტიშვილი: ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ბიზნესის, ასევე, მათი თანამშრომლებისა და მომხმარებლების ინტერესები
“ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ბიზნესის, ასევე, მათი თანამშრომლებისა და ბიზნესის მომხმარებლების ინტერესები”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირების გავრცელების ტემპი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე.
„ყოველდღიური საქმიანობა, შესაძლებლობების ძებნა, შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, ყველაფერი ეს წინაპირობა და საშუალებაა, სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას
ინფიცირების გავრცელების ტემპი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენ, ყველა ერთად თუ ვისწავლით პანდემიასთან ერთად, წესების შესაბამისად ცხოვრებას, ეს ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შენელებას და ყველა ერთად შევძლებთ, ბევრად უფრო სწრაფად გავხსნათ ეკონომიკის ესა თუ ის სფერო. ამიტომ, ვკონცენტრირდეთ კონსტრუქციულ დღის წესრიგზე და ნუ ავყვებით ოპოზიციის სცენარს. სწორედ ამაზე იყო ჩვენი შეთანხმება დღეს ბიზნესთან და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ბიზნესიც ასე უყურებს ამ საკითხს. ჩვენ ნამდვილად ვართ ერთიანი ამ პოზიციაში ბიზნესიც და ხელისუფლებაც, ჩვენ არ წარმოვადგენთ სხვადასხვა მხარეს, ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ბიზნესის, ასევე, მათი თანამშრომლებისა და ბიზნესის მომხმარებლების ინტერესები, დავიცვათ მათი უსაფრთხოება და შესაბამისად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.