იუსტიციის მინისტრი: 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 6654 PCR ტესტის შედეგად, კორონავირუსი 113 პატიმარს დაუდასტურდა

იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ჯამურად, უკვე 10 პენიტენციური დაწესებულება შემოწმდა, PCR ტესტი 6654 პატიმარს ჩაუტარდა, საიდანაც კორონავირუსი 113 მსჯავრდებულს დაუდასტურდა.

„ამ ეტაპისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამ თვის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირებების ინტენსიური პროცესი. ჯერ მთლიანობაში ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირების პროცესი. სულ გაკეთდა 6654 ტესტი და, ჯამურად, გვაქვს 113 შემთხვევა“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მინისტრმა გლდანისა და ქსნის დაწესებულებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი 38 პატიმარს გამოუვლინდა, 8 უსიმპტომოა, ხოლო ქსნის N15-ში – 40 პატიმარს, საიდანაც ყველა უსიმპტომოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები