ამირან გამყრელიძე: რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ, აუცილებელი იქნება PCR ტესტირების ჩატარება

“პირველი თებერვლიდან, როდესაც რეგულარული ფრენები აღდგება, აუცილებელი იქნება PCR ტესტირების ჩატარება, გარდა ორჯერადად, ანუ სრულად აცრილი ადამიანებისა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რეგულაციები იქნება ის, რომ ორჯერადად, ანუ სრულად აცრილი ადამიანები, ვინც შემოვლენ ქვეყანაში, მათთვის არაფერი იქნება საჭირო. დანარჩენებისთვის აუცილებელი იქნება ბოლო 72 საათის PCR ტესტი. მსჯელობა მიდის, შემდგომ გარკვეული გამეორებები, საჭირო იქნება თუ არა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები