ამირან გამყრელიძე: კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს 1 წელში – წელიწად-ნახევარში დაუბრუნდება

“ჩემი პირადი გათვლებით, კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს 1 წელში – წელიწად-ნახევარში დაუბრუნდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, წელს სხვადასხვა სახელმწიფოის მიერ, დაახლოებით, 8 მილიარდი ვაქცინაა შეკვეთილი. „წელს, დაახლოებით, 8 მილიარდი ვაქცინაა შეკვეთილი სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ, რათა მოხდეს ორჯერადი ვაქცინაცია, საუბარია 4 მილიარდი ადამიანის აცრაზე. ამასთან ერთად, მიუხედავად სრული ვაქცინაციისა, ჩვენ პირბადის ტარება მაინც დაგვჭირდება, ასევე, საჭირო იქნება დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა – ამ ყველაფერმა გავლენა ხომ ისედაც იქონია, ვნახეთ, რომ წელს გრიპი თითქმის არ არის. ამიტომ, დაახლოებით, 1 წელში – წელიწად-ნახევარში შეიძლება, კაცობრიობა დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები