ნიკოლოზ სამხარაძე: ამ ქვეყანაში რევოლუციების დრო დამთავრდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ოპოზიციაში რევოლუციაზე ოცნებას ვერ ეშვებიან.

მისივე თქმით, ქვეყანაში რევოლუციების დრო დამთავრდა.

„რევოლუციას წინ ხან მშვიდობიანს ურთავენ, ხან სხვა ზედსართავებს ამატებენ და მაინც ვერ ეშვებიან ოცნებას, რომ რევოლუცია მოაწყონ. ამ ქვეყანაში რევოლუციების დრო დამთავრდა. ამ ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. შესაბამისად, არჩევნები, რომელიც ჩატარდა, ხალხის ნების გამომხატველი იყო“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები