ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე შესაძლოა, თავისუფალი კენჭისყრა გაიმართოს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე შესაძლოა, თავისუფალი კენჭისყრა გაიმართოს.
მისივე თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობაში იმსჯელებენ.
„შეიძლება, თავისუფალ კენჭისყრაზეც გავუშვათ ეს საკითხი, შეიძლება – უმრავლესობა ერთ პოზიციაზე მივიდეთ. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდება. ჩემი პოზიცია ჩამოყალიბებული მაქვს”, – განაცხადა სამხარაძემ.