ულტიმატუმის ვადა იწურება – სამოქალაქო აქტივისტები 3 საათზე აქციას აანონსებენ

ულტიმატუმის 48-საათიანი  ვადა იწურება – 15:00 საათზე სამოქალაქო აქტივისტები, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან და ხელისუფლების საბოლოო პასუხს დაელოდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან არ გაუქმდება, აქციის მონაწილეები სამთავრობო შენობების პიკეტირებას აპირებენ.

“ბევრს საინტერესო პერფორმანსს მიიღებენ ადგილზე, პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ არც ნაკლებ მუშტს მიიღებს ეს ხელისუფლება ჩვენი აბუჩად აგდებისა და შიმშილით ამოხოცვისთვის. ვფიქრობ, გადავალთ ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ქუჩის გადაკეტვა, ბლოკირება და ა.შ. ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობაზე, რომ ყველამ ერთად დავამარცხოთ ეს უაზროდ შემოტენილი მონობა”, – თქვა აქციის ორგანიზატორმა, გიორგი მთივლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები