თენგიზ ცერცვაძის: თბილისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს 100%-იანი მზადყოფნით ხვდება

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს 100%-იანი მზადყოფნით ხვდება.

როგორც მან მედიასთან განაცხადა, კლინიკაში შესაბამისი ფართია გამოყოფილი.

„ძალიან კვალიფიციური ექიმები გვყავს, რომლებიც დღემდე უდიდესი წარმატებით მართავენ კოვიდპანდემიას, კოვიდავადმყოფებს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს საავადმყოფოს აქვს გადარჩენის საუკეთესო მაჩვენებლები არა მარტო ქვეყანაში, არამედ ევროპაშიც. იგივე ექიმები ასევე წარმატებით განახორციელებენ ვაქცინის გამოყენებას. ძალიან კარგად გვაქვს აწყობილი ჟანგბადის მიწოდების სისტემა, სხვადასხვა მეთოდებით, თუ ეს საჭირო იქნება გვაქვს კარგად აღჭურვილი და მოწყობილი, უახლესი სუნთქვის აპარატებით რეანიმაცია. ეს არ გახდება საჭირო, მაგრამ მილიონში ერთხელ რომ გახდეს საჭირო. ჩვენი კლინიკა ამ პროცესს ხვდება 100 – პროცენტიანი მზადყოფნით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები