თენგიზ ცერცვაძე – ვაქცინაციის გეგმა არის ოპტიმალური და მაქსიმალურად გათვლილი ადამიანების ინტერესებზე

ვაქცინაციის გეგმა არის ოპტიმალური და მაქსიმალურად გათვლილი ქვეყნის და ადამიანების ინტერესებზე, – ამის შესახებ ინფექციური საავადმოყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია არის ერთ-ერთი გზა, რომ პანდემია დასრულდეს.

„ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ეს არის ერთ-ერთი გზა, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს პანდემია. ის, რომ საქართველო ძალიან აქტიურად არის ამ პროცესში ჩაბმული და ძალისხმევას არ იშურებს არცერთ დონეზე – არც ექიმების, არც სამთავრობო, არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც პარლამენტის, მისასალმებელია და საუბრობს იმ პასუხისმგებლობაზე, მნიშვნელობაზე, რასაც ქვეყანა ანიჭებს ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, ერთია როდის მოგვაწოდებენ ვაქცინას, რამდენს მოგვაწოდებენ, რაც მთლად ჩვენს ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული, დამოკიდებულია საერთაშორისო კონიუნქტურაზე, მათ შორის მწარმოებლებზე, რა რაოდენობა არის დღეს მსოფლიოში ხელმისაწვდომი, მაგრამ მეორეა, ჩვენი ქვეყნის მზადყოფნა ამისთვის. აქ კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს. ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ვაქცინის მოწოდების შეთხვევაში, შიდა მიზეზებით, რაიმე ორგანიზაციული ან ლოჯისტიკური მიზეზებით შეფერხება არ მოხდეს ვაქცინაციის. ამ კუთხით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაც, სამთავრობოც და საპარლამენტოც მნიშვნელოვანია, დამტკიცებულია ძალიან კარგი გეგმა, მიმაჩნია, რომ ეს გეგმა არის ოპტიმალური და მაქსიმალურად გათვლილი ქვეყნის და ადამიანების ინტერესებზე“ , – განაცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები