აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში მხოლოდ 57 კოვიდინფიცირებული გამოავლინეს

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 57 ადამიანი დაინფიცირდა, პანდემიის დაწყებიდან კი ეს 229 032-ე შემთხვევაა. გუშინ რესპუბლიკაში 287 კოვიდდადებითი პირი იყო.

კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ვირუსს კიდევ 11 პაციენტი ემსხვერპლა, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან 3 093 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

ასევე, გუშინ დაავადება 273-მა პირმა დაამარცხა, სულ 220 565 გამოჯანმრთელებულია.

ამჟამად, კლინიკებში 5 374 ადამიანი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები