იტალიაში, ვაქცინის მიწოდების შეფერხების გამო, მოსახლეობის აცრა ორი თვით გადაიდო

იტალიის მთავრობამ მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმას გადახედა და ამჟამად კონცენტირებულია მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანებს, რომლებმაც პრეპარატის პირველი დოზა მიიღეს, მეორეც შეხვდეთ.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, პიერპაოლო სილერიმ განაცხადა, წერს The Local-ი.

მისი თქმით, დღეიდან ქვეყანაში არსებული მარაგიდან აუცილებელ დოზას მიიღებენ ის პირები, რომლებსაც პრეპარატის პირველი დოზა შეუყვანეს.

მისი განმარტებით, აღნიშნული უკავშირდება Pfizer-სა და AstraZeneca-ს მიერ ვაქცინის მიწოდების შეფერხება.

სილერიმ თქვა, რომ 80 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაცია ერთ თვეში, ხოლო დანარჩენი მოსახლეობის 6-8 კვირაში განახლდება.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ზოგიერთი რეგიონის ხელმძღვანლობა გეგმავდა უკვე თებერვლის დასაწყისში 80 წელს გადაცილებული პირების აცრას.

გასულ კვირას Pfizer-ში განაცხადეს, რომ ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდება დროებით შეჩერდება, ანალოგიური განცხადება გაკეთდა AstraZeneca-ში, სადაც აღნიშნეს, რომ კომპანია ევროკავშირის ქვეყნებს დაგეგმილზე 60%-ით ნაკლებ დოზას მიაწვდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები