ეკატერინე ტიკარაძე: დღეს უფრო პრინციპულები ვართ, ვინაიდან თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა არის ჩვენი პასუხისმგებლობა

„დღეს უფრო პრინციპულები ვართ, ვინაიდან თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს სტაბილიზაცია არ ნიშნავს, რომ მთავრობა შემდგომ გადაწყვეტილებებში თამამი უნდა იყოს.

,,ჯერჯერობით, არ გვაქვს მოდუნების საფუძველი და ეს სტაბილიზაცია არ ნიშნავს, რომ შეიძლება, ვიყოთ თამამები ჩვენს გადაწყვეტილებაში, რადგან თითოეული თამამი ნაბიჯი შეიძლება გაცილებით მეტი დაგვიჯდეს ადამიანებისთვის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით.

დღეს უფრო პრინციპულები ვართ, ვინაიდან თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა არის ჩვენი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე დათმობებზე წასვლის უფლება არ გვაქვს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები