​კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ტრანსპორტი ყველას” – ამ სლოგანით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მთავრობას მიმართავენ, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას, კერძოდ, აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და გაუქმდეს “კომენდანტის საათი”.

“პირველ მარტამდე ტრანსპორტის შეზღუდვა, 9 საათის შემდეგ ჩვენი შეკეტვა და დამარცვლით საუბარი, რომ “ტრანსპორტი არ აღდგება”, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ აღდგეს ტრანსპორტი”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები