​ესტონეთის ისტორიაში პირველად, მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

ესტონეთის მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა მთავრობის ფორმირებისთვის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით, მთავრობას ოპოზიციური მემარჯვენე ცენტრისტული „რეფორმის პარტიისა“ და მმართველი მემარცხენე „ცენტრის პარტია” მთავრობას დააკომპლექტებენ.

მთავრობას კი „რეფორმის პარტიის“ თავმჯდომარე, კაია კალასი უხელმძღვანელებს. 15-წევრიან მთავრობაში ორივე პარტიას უნდა ჰქონდეს შვიდი პორტფელი.

მიმდინარე თვის დასაწყისში ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა, რომელიც კალასის კაბინეტის დანიშვნას უახლოეს დღეებში აპირებს, განაცხადა, რომ ესტონეთში კორონავირუსული მდგომარეობის გაუმჯობესება და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვითარების კუთხით ნაბიჯების გადადგმა ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

კაია კალასი იურისტია. ის ევროპარლამენტის დეპუტატი იყო. კაია კალასი არის „რეფორმის პარტიის“ დამფუძნებლის, სიმ კალასის შვილი. სიმ კალასი კი ესტონეთის პრემიერმინისტრი და ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარი იყო.

ესტონეთში მთავრობის ფორმირების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც „ცენტრის პარტია“ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. პრემიერმინისტრ იური რატასის მთავრობა 13 იანვარს გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები