ენდიაი-ს კვლევის მიხედვით, კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 80 პროცენტისთვის მისაღებია.
ევროკავშირის წევრობის სურვილი მიუღებელია – 12 პროცენტისთვის, არ იცის – რვა პროცენტმა.
2020 წლის ივნისთან შედარებით, 69 პროცენტიდან 74 პროცენტამდეა გაზრდილი ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა. შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, მოსაზრება მისაღებია 74 პროცენტისთვის, მიუღებელია 16 პროცენტისთვის, არ იცის ცხრა პროცენტმა.
ენდიაი-ს ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.