ენდიაი-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში
ენდიაი-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში.
შეკითხვაზე – ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას: იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში – 76 პროცენტი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო არ ეთანხმება მხოლოდ 13 პროცენტი. ენდიაი-ს კვლევის მიხედვით, ამ შეკითხვაზე პასუხებს შორის 14 პროცენტი არის ოპოზიციის მხარდამჭერი. მათი 65 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა.
ენდიაი-ს ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.