ენდიაი-ს კვლევის მიხედვით, პრემიერმინისტრის საქმიანობის დადებითი შეფასება გაორმაგებულია

ენდიაი-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას ჯამურად დადებითად (ძალიან კარგად ან კარგად) აფასებს გამოკითხულთა 46 პროცენტი. პრემიერის საქმიანობას საშუალოდ აფასებს 32 პროცენტი, უარყოფითად აფასებს 17 პროცენტი.

პრემიერმინისტრის საქმიანობის შეფასება, ნოემბერთან შედარებით, გაზრდილია 21-დან 46 პროცენტამდე, ხოლო უარყოფითად შეფასების პროცენტი შემცირებულია.

ინსტიტუტებს შორის მეორე ადგილზეა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის საქმიანობას, ჯამურად, კარგად და ძალიან კარგად აფასებს 24 პროცენტი, საშუალოდ – 27 პროცენტი, ცუდად და ძალიან ცუდად – 31 პროცენტი. პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 15 პროცენტი, საშუალოდ – 34 პროცენტი, ხოლო უარყოფითად – 35 პროცენტი. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, ჯამურად, კარგად და ძალიან კარგად აფასებს – 14 პროცენტი, საშუალოდ – 34 პროცენტი, ცუდად და ძალიან ცუდად – 35 პროცენტი. ენდიაი-ს ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები