ენდიაი-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას ჯამურად დადებითად (ძალიან კარგად ან კარგად) აფასებს გამოკითხულთა 46 პროცენტი, საშუალოდ აფასებს 32 პროცენტი, უარყოფითად (ცუდად და ძალიან ცუდად) – 17 პროცენტი.
პრემიერმინისტრის საქმიანობის შეფასება, ნოემბერთან შედარებით, გაზრდილია 21-დან 46 პროცენტამდე.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, ჯამურად, კარგად და ძალიან კარგად აფასებს – 14 პროცენტი, საშუალოდ – 34 პროცენტი, ცუდად და ძალიან ცუდად – 35 პროცენტი.
ენდიაი-ს ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.