იტალიაში სუნამოს მოპარვის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, პარფიუმერიის მაღაზიაში 200 ევროს ღირებულების ორი სუნამოს მოპარვის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე, 46 წლის მამაკაცი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა ორი სუნამო ჩანთაში ჩადო და მაღაზიის დატოვება სცადა, თუმცა, შენობიდან გასვლის დროს ის მაღაზიის დაცვამ დააკავა, მაგრამ მამაკაცმა გაქცევა შეძლო.

დაცვის სამსახურმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, რომელმაც მამაკაცი ქურდობისთვის შემთხვევიდან მალევე დააკავა.

დაკავებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები