ბრაზილიაში თვითმფრინავმა, რომელშიც ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, კატასტროფა განიცადა – ყველა დაღუპულია (ვიდეო)

​ბრაზილიაში თვითმფრინავმა, რომელშიც საპრეზიდენტო კლუბ “პალმასის”ფეხბურთელები, ასევე, კლუბის პრეზიდენტი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.

ამის შესახებ ინფორმაციას Pledgetimes-ი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ბორტზე, პილოტის გარდა, “პალმასის” ოთხი ფეხბურთელი – ლუკას პრაკსედესი, გილიერმე ნოე, რანულე და მარკუსუ მილინარი, ასევე კლუბის პრეზიდენტი ლუკას მეირა იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი დაღუპულია, ჯამურად, კატასტროფას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

“პალმასი” ბრაზილიის მეოთხე დივიზიონში თამაშობს. დღეს, გუნდს კლუბ “ვილა-ნოვა”-ს წინააღმდეგ გასვლითი მატჩი უნდა ჩაეტარებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები