ამირან გამყრელიძე: საქართველოს გარანტირებული ვაქცინის 1 400 000 დოზა აქვს და მარტში ვაქცინაცია დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს გარანტირებული ვაქცინის 1 400 000 დოზა აქვს და მარტში ვაქცინაცია დაიწყება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა ” პოლიტ-ქალაქში” განაცხადა.

“ჩვენ გარანტირებული გვაქვს ვაქცინის 1 400 000 დოზა, რომელიც მოზრდილი მოსახლეობის 20 პროცენტისთვისაა. მარტში ვაქცინაციას ვფიქრობთ, რომ დავიწყებთ. მარტში კი არა, ახლა 29 ერთ-ერთ გადაწყვეტილებას ველოდებით, ისევ “კოვაქსიდან”, რომ პირველი პარტია არა “ასტრაზენეკასი”, არამედ “ფაიზერის” იყოს, სამედიცინო პერსონალის გარკვეული ჯგუფებისთვის ლიმიტირებული პარტია, რომ მოგვაწოდონ. ასევე ვფიქრობთ, რომ “ასტრაზენეკა” 27-ში, ან 28-ში მიიღებს ევროკავშირის მარეგულირებლის დასტურს და შემდეგ ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასტური მოჰყვება და დაიწყება… ჩვენ თუ გვინდა და გეგმით ასე გვაქვს, რომ წელს 1 700 000 ადამიანი ორჯერადად ავცრათ, ამისთვის სადღაც 3 900 000 ვაქცინის დოზა გვჭირდება. გათვლილია ეს ყველაფერი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები