პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მოთხოვნით მიმართავს

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას  მოუწოდებს, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კიდევ ერთი თვით მოახდინოს.

„ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს  200 კუბური მეტრის ბუნებრივი აირის კომპენსაცია მოსახლეობისთვის თებერვალ-მარტის პერიოდზე. არსებული პროგნოზით, სწორედ თებერვალსა და მარტში არის მოსალოდნელი ამინდის გაუარესება, რაც მოსახლეობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნას გაზრდის.  პრაქტიკულად, წინა წლის ოქტომბერ- ნოემბრის პერიოდში, მოსახლეობის უმრავლესობამ ბუნებრივი აირის სუბსიდირებით ვერ ისარგებლა. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიმუშაოს ბუნებრივი აირის სუბსიდირების ისეთი პროგრამა, რომლითაც მოსახლეობა ისარგებლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები“  თვლიან, რომ სახელმწიფო სუბსიდირება ასევე უნდა შეეხოს არა მხოლოდ ბუნებრივ აირის, არამედ ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადებს.

„ვფიქრობთ, სახელმწიფოს გააჩნია შესაბამისი რესურსი, მოახდინოს, როგორც ბუნებრივი აირის სუბსიდირება,  ასევე კომპენსაციის დაწესება, როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყლის გადასახადებზე. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გაუწევს საკუთარ მოსახლეობას პანდემიით გამოწვეულ უმძიმეს სოციალურ ვითარებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები ასევე მოუწოდებს მთავრობას, მოხსნას ან შეამსუბუქოს არსებული რეგულაციების ნაწილი  და აუცილებლად  აღადგინოს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები