აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ – 48-საათიან ვადაში შეზღუდვები თუ არ მოიხსნება ისინი შენობების პიკეტირებით იმუქრებიან

მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეების ნაწილი მზიურში, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე აქციას შეუერთდება.

მათ, მთავრობის წევრებს სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვის მოსახსნელად 48 საათი მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთ შესაძლებლობად სამთავრობო უწყებების პიკეტირება დაასახელეს.

,,ჩვენი მოთხოვნაა სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა, იმ უტოპიური შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ყველას აზარალებს. ახლა ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, თუ ხელისუფლებამ არ შეისმინა ეს ყველაფერი. პიკეტირება ერთ-ერთ ვერსიად განიხილება და 48 საათში დაანონსდება ყველაფერი”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გეგა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები